პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ტექნიკური დავალების გადაწყვეტა, შეირჩა კომპონენტები, დაიხაზა ელ ნახაზი Eplan ში, აიწყო, დამონტაჟდა და გაეშვა საწარმოში.
გამოყენებული მოწყობილობები:
CALEX ის ბრენდის ინფრაწითელი სენსორი - პროდუქტის ტემპერატურის უკონტაქტო გაზომვისთვის
RTD - ინფრაწითელი ტემპერატურის სენსორის კალიბრირებისთვის
ულტრაბგერითი მანძილმზომი - პროდუქტამდე მანძილის გასაზომად და ვიზუალიზაციისთვის
SICK-ის ფოტოელექტრული გადამრთველები - პროდუქტის დასაფიქსირებლად
Siemens S7-1200 — მონაცემთა დამუშავებისა და მართვისთვის
Siemens MTP700 HMI — ვიზუალიზაციისა და პროცესის/განგაშის სიგნალების მონიტორინგისთვის
კვამლის მართვის ვენტილატორების ელექტროკარადის დაპროექტება და აწყობა.
კარადა შესაბამისი სიგნალების მიღების შემდგომ რთავს ვენტილატორებს.
ელექტრო ნახაზი შექმნა პროგრამა Eplan ში.
მომხმარებელს მიეცა საშუალება ვიზუალურად (სასიგნალო ნათურების დახმარებით) აღიქვას თუ რომელიმე ამომრთველი ამოქმედდება, ან კონტაქტორი არ ჩაირთვება ან დარჩება ჩართული.
გამოყენებული მოწყობილობები:
ABB - ამომრთველები, ძრავის დაცვები, კონტაქტორები, ფაზური დაცვა
Finder - გამანაწილებელი ბლოკები
Meanwell - კვების ბლოკი
პროექტის ფარგლებში არსებული ნახაზების მიხედვით აიწყო და დამონტაჟდა ელ კარადები.
გამოყენებული მოწყობილობები:
ABB - ამომრთველები, ძრავის დაცვები, კონტაქტორები, ფაზური დაცვები, მრიცხველები, მცველის ბუდეები, გაჟონვის რელეები და გადამეტძაბვის მცლელები.
პროექტის ფარგლებში Eplan ში დაიხაზა კარადის ელექტრო სქემა და 3D დიზაინი რის შემდეგაც აიწყო ელ. კარადა.
გამოყენებული მოწყობილობები:
ABB - ამომრთველები
Finder - რელეები
ტექ დავალების მიხედვით, Eplan ში შეიქმნა კორპუსში არსებული სახანძრო სისტემების ელ. ენერგიით მომმარაგებელი კარადების სქემები, რის შემდეგაც მოხდა მათი აწყობა და ობიექტზე ინსტალაცია.
აწყობილ ელ.კარადებს შორის აიწყო ATS მართვის ფარი.
ვენტილატორების მართვის ფარი
ელ გამანაწილებელი კარადები
გამოყენებული მოწყობილობები:
Schneider - ამომრთველები
CEA - ATS
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა MTS ის ელ კარადა.
ჩანაცვლდა არსებული აკუმულატორები (40ც)
ამპერაჟის მიხედვით შეირჩა და შეიცვალა აკუმულატორების გადაბმები
გამოყენებული მოწყობილობები:
ABB - MTS
პროექტის ფარგლებში ჩატარდა დანგრატების სისტემის სრული მოდერნიზაცია
ძველი სისტემის მიხედვით: 14 ც ელექტრო კარადა, საიდანაც თითოეული აკონტროლებდა 4 დანგრატს - მატარებლის ერთი ვაგონის ასაწევად. არ მოიცავდა არანაირ კონტროლერს, მხოლოდ ღილაკებს, კონტაქტორებს და ადგილობრივ მართვას.
განახლების შემდგომ: დაიხაზა არსებული ელექტრო ნახაზების განახლებული ვერსიები - Eplan ში, ფიზიკურად განახლდა ყველა ელექტრო კარადა, დაემატა Siemens-ის PLC-ები უფრო უსაფრთხო და კოორდინირებული მართვისთვის - დაემატა არაერთი დაცვის ლოგიკა უსაფრთხოებისთვის, ტექ დავალების მიხედვით დაემატა ელ. კარადებს შორისი კომუნიკაცია რითაც ოპერატორს მიეცა ცენტრალური მართვის საშუალება, როგორც HMI დან ასევე ღილაკებიდან. კომუნიკაცია გაიმართა მაღალი სიჩქარის Modbus RS485 კომუნიკაციით.
დამატებული მოწყობილობები:
Siemens HMI
Siemens PLC
Eaton - ღილაკები და ნათურები
პროექტის ფარგლებში განახლდა ძველი ავარიული დანადგარი. სრულად ჩანაცვლდა დანადგარის მართვის ელექტრული მხარე, დაემატა უამრავი ფუნქციონალი და კომფორტი, მათ შორის HMI. სრული მართვა და კონტროლი დაეფუძნა Siemens PLC ს.
გამოყენებული მოწყობილობები:
Siemens PLC
Siemens HMI
Siemens ღილაკები, ნათურები, სვიჩები
Leadshine ბიჯური ძრავის დრაივერები
Schneider სიხშირული
Finder რელეები
Weidmuller კვების ბლოკები
Phoenix Contact - ტერმინალები